ეკონომისტთა უმეტესობა ანაკლიის პორტში უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის კომპანიის მონაწილეობას ისურვებდნენ – PMC კვლევითი ცენტრი

ეკონომისტთა უმეტესობა ანაკლიის პორტში უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის კომპანიის მონაწილეობას ისურვებდნენ – PMC კვლევითი ცენტრი

PMC კვლევითი ცენტრის მიერ ივნისში გამოკითხულ ეკონომისტთა უმეტესობა ანაკლიის პორტის პროექტში უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის მონაწილეობას ისურვებდა. ამის შესახებ ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ II კვარტალის გამოცემაშია ნათქვამი.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის საერთაშორისო ტენდერში ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გახდა. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო კრიტიკა China Communication Construction Company-სთვის (CCCC) აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებასა და შავი ზღვის რეგიონში ჩინეთის გავლენის გაზრდის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

ეკონომისტთან გამოკითხვის მიხედვით კი:

  • რესპონდენტთა უმეტესობა (53%) მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, თუმცა უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას ისურვებდნენ.
  • გამოკითხული ეკონომისტების მესამედზე მეტი (37%) კი ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს საქართველოში ჩინელი აქტორები არ უნდა ახორციელებდნენ.

გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ ინვესტორის შერჩევის შემდეგ შეიქმნება ერთობლივი კომპანია, სადაც საქართველოს სახელმწიფოს კომპანიის 51%-იანი წილი ექნება, ხოლო კერძო პარტნიორს – 49%. მათივე ინფორმაციით, CCCC-ს დაუწესდა სანქციები აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების სამხედრო მიზნებისთვის აშენებისთვის.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…